Travel to Georgia » ორგანიზაცია იუნესკო

ორგანიზაცია იუნესკო

იუნესკო გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა, მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად,

ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. 2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით იუნესკო აერთიანებს 195[3] ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. იუნესკოს ყურადღების ცენტრში მოქცეულია აფრიკა და გენდერული თანასწორობა.

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ხდება გაეროს წევრი ავტომატურად ხდება იუნესკოს წევრიც, ხოლო გაეროდან გასვლის შემთხვევაში ასევე ავტომატურად ტოვებს იუნესკოს რიგებსაც. ქვეყანა, რომელიც არაა გაეროს წევრი შესაძლებელია გახდეს იუნესკოს წევრი გენერალური კონფერენციის წევრთა 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში.

იუნესკოს ხელმძღვანელი ორგანოებია გენერალური კონფრენცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება და აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც ირჩევს გენერალური კონფერენცია და ორგანიზაციას ხელმძღვანელობს კონფერენციათა შორის პერიოდში. იუნესკო უზრუნველყოფს კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვას. ყოველწლიურად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება სესიაზე, რომელიც განსაზღვრავს თუ, რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიის მთავარი მიზანია თითოეული ობიექტი დაიცვას და გახადოს ცნობილი თუ რა თქმა უნდა იგი შეესაბამება იუნესკოს კრიტერიუმებს. იუნესკოს სულ 10 კრიტერიუმი აქვს, რომელთაგან პირველი ექვსი მოქმედებს 1978 წლიდან და განსაზღვრავს კულტურულ ობიექტებს, ხოლო დანარჩენი ოთხი მოქმედებაშია 2002 წლიდან და ბუნებრივ ობიექტებს განსაზღვრავს. 2005 წლიდან 10-ვე კრიტერიუმი გაერთიანდა ერთ სიად.

საქართველოსი იუნესკოს მემკვიდრეობის ქვეშ მყოფი ძეგლებია:გელათი,ანჩისხატი,სიონი,უფლისციხე,დავითგარეჯი,საფარა,ზარზმა,
უფლისციხე,უჯარმას ციხე,გონიო,სვეტიცხოველი,ჯვარი,მეტეხი,ანანური,
გერგეთი,ხერთვისი,თმოგვი,ვარძია,ალავერდი,იყალთო,ბაგრატი.