Travel to Georgia » საქართველოს კურორტები

საქართველოს კურორტები

საქართველო… ასეთი პატარა, და ამავე დროს ძალიან მდიდარი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი საკურორტო ადგილებით. ამას ხელს უწყობს მისი მდებარეობა ზომიერ განედში. მრავალფეროვანი ჰავა, ბუნებრივი ლანდშაფტები, ფლორა და ფაუნა, თვალუწვდენელი დაბლობები და მაგალი ციცაბო მთები, მორაკრაკე ნაკადულები, მოჩუხჩუხე მდინარეები და  ჩანჩქერები,  ცივი და ცხელი მინერალური წყლები ყველაფერი ეს ერთმანეთთან უნუკალურადაა შერწყმული და ქმნის შესანიშნავ საკურორტო პირობებს მრავალ ადგილას. საქართველოში  შეგიძლიათ  დაისვენოთ როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც.

განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში შავი ზღვის საკურორტო ზონის კურორტები: ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია. აქ სამკურნალო თვისებებს წარმოადგენს: ზღვა, ჰავა, ზღვაში არსებული ქიმიური ელემენტები და მზის სხივების სიუხვე. იმათ კი ვისაც აწუხებს მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი მათთვის მიზანშეწონილია ურეკსა და გრიგოლეთში დასვენება, სადაც ქვიშიანი სანაპირო გაჯერებულია მაგნიტით.

საქართველო მდიდარია ცხელი და ცივი მინერალური წყლებით, შესაბამისად ბევრია კურორტებიც. აქ არის კურორტები, როგორც სასმელი მინერალური წყლებით  ( ბორჯომი, საირმე, უწერა, ლიკანი, წაღვერი, ნაბეღლავი და სხვა), ასევე  კურორტები, გოგირდიანი და სხვა მინერალებით გაჯერებული  წყლებით, სადაც არის აბანოები.  (გორის ჯვარი, თორღვაის აბანო, წყალტუბო და სხვა).  არის ასევე ტალახის აბანოები ახტალაში.   ამ ადგილებს  გარს აკრავს მწვანე მცენარეებით შემოსილი მაღალი მთები რაც უფრო მიმზიდველ და განუმეორებელ ელფერს აძლევს ამ ადგილებს.

ჰავის განსაკუთრებული თვისების გამო  აღსანიშნავია  ზამთრის სამთო–სათხილამურო  კურორტები: ბაკურიანი, გუდაური, სვანეთი. გასაოცარი კლიმატური პირობები, თვალუწვდენელი  ციცაბო მთები, სუფთა ჰაერი, კრისტალურად სუფთა თოვლი დაუვიწყარს ხდის  აქ დასვენებას.

აი,  ასეთია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კურორტები ზღვასა თუ მთაში, ზაფხულსა თუ ზამთარში  თავისი უნიკალური, გამაჯანსაღებელი, ჯადოსნური, ულამაზესი ადგილებით. ეს არის პატარა სამოთხე…  ალბათ ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ის ღვთისმსობლის წილხვედრი ქვეყანაა…  საქართველო გვიხმობს!…