Travel to Georgia » საქართველოს ისტორია

საქართველოს ისტორია

საქართველო მდებარეობს ევრაზიაში, კავკასიაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ფართობი 107.600 კმ2, მოსახლეობა 4.497მლნ. დედაქალაქი- თბილისი.

დღემდე ქვეყანამ განვლო რთული გზა, ჰქონდა აღორძინების და დაცემის პერიოდი. საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დმანისში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ადამიანის ჩონჩხი, სამარხი, სხვადასხვა ნაკეთობები.

ანტიკურ ხანაში ჩამოყალიბდა ადრეული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია. კოლხეთი საქართველოს ტერიტორიის დასავლეთ მხარეს მოიცავდა (სამეგრელო, იმერეთი,გურია,აჭარა,სვანეთი,რაჭა,აფხაზეთი) დედაქალაქი იყო აია-დღევანდელი ქუთაისი.  აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა იბერიის სამეფო. ადრეფეოდალური, მონარქიული სახელმწიფო დააარსა ფარნავაზ მეფემ, დაახლოებით ძვ.წ მე-3-ე ა.წ მე-4-ე საუკუნეებში. დედაქალაქი იყო არმაზი, მოგვიანებით მცხეთა. მე-5-ე საუკუნიდან კი თბილისი.

კოლხეთის დაშლის შემდეგ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა ქართული სამეფო. ანტიკურ ხანაში ეგრისს ლაზიკა ეწოდებოდა. ძვ.წ XII-VIII საუკუნეებში წარმოიქმნა კიდევ ერთი სამეფო-დიაოხი. ძველი ბერძნები ამ ადგილის მაცხოვრებლებს ტაოხებს ეძახდნენ, სამხრეთ-საქართველოს ბირთვს ტაოს აქედან შემორჩა ეს სახელი.

VIII საუკუნიდან იწყება საქართველოს გაერთიანება. 809 წელს ტაო-კლარჯეთის მთავარმა აშოტ I-მა დააარსა ბაგრატიონთა დინასტია, მას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში შემორჩა საქართველოს ეს სამეფო გვარი. აშოტ I-მა თავისი ძე ბაგრატი დასვა აფხაზეთის სამეფოს მთავრად, 978წელს ბაგრატ III-მ შემოიერთა კლარჯეთი, ტაო.დედაქალაქად გამოაცხადა უფლისციხე. ქვეყნის გაერთიანების პროცესი დაასრულა დავით IV აღმაშენებელმა, 1104 წელს მან ქვეყანას შეუერთა კახეთ-ჰერეთი. ქვეყნის ტერიტორია მთლიან კავკასიას მოიცავდა.

XIII საუკუნეში ტახტის მემკვიდრეებს შორის მომხდარი უთანხმოების გამო საქართველო ორად გაიყო. ქვეყანას მართავდა ორი მეფე, თუმცა 1329 წელს გიორგი ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო. დამპყრობლების ხშირი შემოსევებისგან ქვეყანას თავის დაცვა  უჭირდა, არ ჰყავდა ძლიერი მმართველი ძალა, იყო გამუდმებული ბრძოლა ტახტისთვის. საშინაო და საგარეო არეულობას ქვეყანამ დიდხანს ვერ გაუძლო და XVI ს-ში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშალა. დასუსტებული სახელმწიფოს დაპყრობა რუსეთმა ადვილად შეძლო, მან ნაწილ-ნაწილ მიითვისა  ჩვენი მიწები. 1917წლის რევოლუციის შენდეგ საქართველოს მთავრობამ მოახერხა ქვეყნის I-ელ რესპუბლიკად გამოცხადება. 1918წლის 26მაისი ქვეყნის ისტორიაში საზეიმო თარიღად შევიდა. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა 1922 წელს შექიმნა საბჭოთა კავშირი, რესპუბლიკამ გააერთიანა 15ქვეყანა, მათ შორის საქართველო. მის შემადგენლობას ქვეყანამ თავი დააღწია მხოლოდ მისი დაშლის შემდეგ 1991წელს.

საქართველოს გამუდმებით თავს ესხმოდნენ დამპყრობლები,  იტაცებდნენ მიწებს. მოგვიანებით აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი ტერიტორიის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გამოგვეყო, ყოველივე ამ წინააღმდეგობის მიუხედავად ქვეყანამ მაინც შეძლო წინსვლა. 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ეკონომიკური განვითარება დაიწყო. დღესდღეისობით  კი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: გაერო, ევროპის საბჭო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა.