Travel to Georgia » საქართველოს ფლორა, ფაუნა

საქართველოს ფლორა, ფაუნა

საქართველო მ 200 ეკორეგიონს შორისაა მოქცეული, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი. საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების, თევზების და უხერხემლო ცხოველების მრავალი სახეობა.
საქართველოს ტერიტორიაზე მრავლადაა წარმოდგენილი ცხოველთა სახეობები, რომელთაგან ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური ჯიშები.

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.
დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის აღარ არსებობს ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა, ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი, ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.
დასავლეთ საქართველო ასევე მდიდარია ფრინველთა სამყაროთი. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდ. ენგურისა და რიონის შ ტერიტორიაზე ვხვდებით.

კოლხეთის დაბლობზე ასევე ცხოველებიდან ფართოდ გავრცელდა ძვირფასბეწვიანი მღრნელი ნუტრია, რომელიც შემოყვანილია სამხრეთ ამერიკიდან.
ფლორა
საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. საქართველოში გავრცელებულია მცენარეულობის თითქმის ყველა ტიპი. ფლორის ასეთი სიმდიდრეს განაპირობებს საქართველოს ფიზიკურ -. გეოგრაფიული მდებარეობა. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის.

საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და მარადმწვანე იყო. თანდათან, კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეები ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცივი ქვეყნებიდან ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა.

კავკასიაში უძველესი ფლორის არსებობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნებული იქნა მხოლოდ კოლხეთსა და თალიშში (აზერბაიჯანი). სწორედ აქ შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ჰავა, შესაბამისი – სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებით.